მეორე დღეს ნანახი ოლგა

crop-942051-12669617-1672313816342790-6091298577540161554-n-1

ბლოგზე მეორე ჩანაწერია. პირველს “მეორედ” ერქვა თუ სწორად მახსოვს, მაგრამ რეალურად პირველი იყო. წერის დროს გადამოწმება მეზარება, ამიტომ არ გადავამოწმებ და ეს საქმე თქვენთვის მომინდია თუ არ დაგეზარებათ ჩემი მახსოვრობის გადამოწმება. მეორე ბლოგი კი სხვა სახელისაა, რომელიც უკვე წაიკითხეთ. წესით ასე უნდა იყოს: თუ ამას კითხულობთ, სათაურს უკვე წაიკითხავდით.

ფესტივალის გახსნის დროს ბათუმში არ ვიყავი, მეორე დღეს ჩავედი. ჩასვლიდან მეორე დღეს კი როგორც იქნა ნორმალური ფილმი ვნახე. ცოდვა გამხელილი სჯობს, ცოდვასაც გააჩნია, უნდა ვაღიარო, რომ ჩასვლის დღეს ანუ მეორე დღის დადგომამდე მხოლოდ ერთი ფილმი ვნახე სრულად, მეორე კი სანახევროდ. უფრო ზუსტად კი – პირველი სანახევროდ, მეორე – სრულად.

პირველი კი საინტერესო იყო, სანახევროდაც კი ასე ჩანდა, მაგრამ არასრულ ნანახ ფილმზე როგორ ვიკადრებ შეფასებას. მეორე კი კრიტიკას ვერ უძლებდა. ვერც გაუძლებს.

გეტყოდით რაზე იყო, მაგრამ არ მინდა გახსენება და არც მემეტებით მაგის საყურებლად, მოსასმენად მითუმეტეს.

მეორეს არ გეუბნებით, მაგრამ არც პირველს ვიტყვი რაზე იყო. ბოლომდე არ მინახავს და აქაც გაკვრით ვახსენე. თქმას წინ არაფერი უდგას, უბრალოდ ეს ნაწერი არ არის პირველ ნახევრადნანახ ფილმზე და ამიტომ არ ვიტყვი რაზე იყო. ისე კი საინტერესო ჩანდა.

რისი თქმა მინდოდა. ეს ჩანაწერი ჩასვლიდან მეორე დღეს ნანახ ფილმზეა.

ოლგა..

რას გახსენებთ ეს სახელი ? მამებისა და ბაბუების თობას ალბათ რომელიმე პარტნიორს, ერთხელ ნანახს და ბოლომდე ვერ მივიწყებულს ან მივიწყებულს და მოსაყოლ-სალაზღნდაროდ ძლივს გახსენებულს. ეგ ოლგა რუსი ან უკრაინელია, უმეტეს შემთხვევაში.

მეორე დღეს ნანახი ოლგა კი ნამდვილად არ არის რუსი ან უკრაინელი.

ოლგა ჩეხია. ოღონდ ჩეხი და არა ჩეხი. ხაზს იმიტომ ვუსვამ რომ ამას, რომ ჩეხი ოლგა არ გეგონოთ ოლგა ჩეხი. ჩეხი ჩეხური გვარია. ლეგენდარული ჩეხი მეკარის, ჩეხის გამო ბევრმს გვსმენია ამ გვარის შესახებ.

რადგან გითხარით, რომ ოლგას გვარი ჩეხი არ არის, ამიტომ გაგიმხელთა მის გვარს. რომც არ იცოდეთ, არაფერი დაგაკლდებათ, მაგრამ ჩანაწერში მინდა ფილმის სახელი ვთქვა და ამიტომ გვარსაც ვიტყვი. თუ რატომ, ამას ოლგას გვარისა და ფილმის სახელის გაგების შემდეგ მიხვდებით.

ოლგა გვარად ჰეპნაროვაა.

ფილმსაც ასე დაარქვეს: Já, Olga Hepnarová

მოქმედება 70-იან წლებში ვითარდება.

ოლგა ბულინგის მსხვერპლია. ბულინგი ოჯახისგან, პატიმრებისგან, ცხოვრებისგან. ვიტყოდი მეგობრებსაც, მაგრმა მეგობრები არ ყავს, შესაბამისად ვერავის დავაბრალებ ოლგას მეგობრობას და მის ბულინგს მეგობრის სტატუსიდან.

ოლგა საკუთრ ორიენტაციაში ვერ გარკვეულა. ვერც საკუთრ თავში.

აქ უფრო ფილმის დრამატურგი მგონია გაურკვევლობაში, მაგრამ რადგან ოლგაზე ვსაუბრობ, ოლგასვე შვაწმენდ ხელს. რა, რა და ხელის შეწმენდა ნამდვილად არაა უცხო ოლგასთვის და არც სინდისი მომქენჯნის ამის გამო, რადგან ოლგა არ არსებულია და მხოლოდ ეკრანზეა.

ეკრანზეც ისეა, რომ მარადიულად ვერ იარსებებს. ერთხელ ნახავ და შიძლება მსგავსი რამ დაწერო, განსაკუთრებული არაფერი. მის ცხოვრებას ვგულისხმობ, თორემ ვიზუალურად ნატალი პორტმანის ულამაზესი მატილდაა, ოდნავ უფროსი, სადღც 4-5 წლით.

მხოლოდ ოლგას გიხასიათბთ და არა ფილმს, შინაარსით. არ მგონია ხილვის ნაცვლად წაკითხვით გსურდეთ იმის გაგება თუ როგორი ეგზისტენციალური საუბარი აქვს ადვოკატთნ, როგორი და რა რაოდენობის სექსი აქვს პარტნიორებთან, რა მანქანის მძღოლია და რა მანქანით ცდილობს ფილმის ბოლოს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას (უფრო უპრიანი იქნება, მანქანის გამოყენებით და დანაშაულის ჩდენით ცდილობს ყურადღბის მიპყრობას), როგორ ეწყება გაორება, რომლის ერთ ნაწილს სიცოცხლე უნდა, მეორეს კი – სიკვდილი და ა.შ. და ა.შ.

ზედა აბზაცი შეგეძლოთ არ წაგეკითხათ, რადგან მცირე სპოილერი გავურიე.

შეიძლება წინის წინა აბზაცმა ყურების სურვილი გაგიქროთ და წინამ ჩემს მიმართ ნეგატიურად განგაწყოთ, მაგრამ შევეცდები ინტერესის გაღვივებას და ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას – ოპერატურა.

თითქმის ყველა კადრი ფოტოა. მოძრავი ფოტო, სტატიკური კამერით, თბილ შვ-თეთრთან შეზავებული. ერთი სიამოვნებაა ამის ნახვა.

ეტყობა, რომ პოლონელების ხელი ურევია ამ კარგ საქმეში.

მოკლედ და მშრალად მოგახსენეთ ოპერატურაზე. როცა ნახავთ შეიძლება ამის გამო გაგახსენდეთ და გამკიცხოთ თუ რატომ მოვიქეცი ასე და უფრო მეტი არ ვწერე. პასუხი ყოველთვის ერთია, მაგრამ უფრო ვრცლად და გრძლად რომ ვთქვა, ისაა, რომ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო. ამიტომ. და არა – იმიტომ.

რახან თბილი შავ-თეთრი ვახსენე, ამაზე ჯარმუშის კარგად ცნობილი, გემრიელი, ფილმი გამახსენდა. ჯარმუშის ახალი ფილმის ნახვა წინ მელის ფესტივალზე და იმედია ისეთივე კარგია, როგორც ფილმი, რომელიც გამახსენდა – ,,სამოთხეზე უცნაური”.

ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჩასვლიდან მეორე დღეს ნანახი ფილმი მომეწონა. მაქვს უფლება იმედი დავიტოვო, რომ წინ ისეთივე კარგი სანახაობა მელის ვიზუალურად მაინც, როგორც მეორე დღეს ნანახი ოლგა.

Advertisements

Author: adibaslenin

21

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s